Thumbnail

ტოიოტა ჰიბრიდული ავტომობილების ტექნოლოგიის პატენტს გაასაჯაროვებს

  • ტოიოტა  ჰიბრიდული ავტომობილების ტექნოლოგიას გაასაჯაროვებს
  • ბაზარზე მოსალოდნელია ჩინური წარმოების ჰიბრიდული ავტომობილების გამოჩენა

ავტომწარმოებელი ტოიოტა საკუთარი ჰიბრიდული ავტომობილების ტექნოლოგიის პატენტს საჯაროდ ხელმისაწვდომს გახდის. კომპანიის მიზანი ჰიბრიდული ავტომობილების პოპულარიზაციაა. ტოიოტა ტექნოლოგიის 24000 დაპატენტებულ ელემენტს გაასაჯაროვებს.

აღნიშნული განსაკუთრებით საინტერესოა ჩინური კომპანიებისთვის, რომელთაც 2025 წლამდე ელექტომობილების წარმოების მხრივ მსოფლიოში ლიდერის პოზიციის გამყარება აქვთ გეგმაში.

“იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიებისგან ხშირად ვიღებდით შეკითხვებს ჰიბრიდული ავტომობილების სისტემებთან დაკავშირებით, მივხვდით, რომ დროა ჰიბრიდულ სისტემას პოპულარიზაცია გავუწიოთ და მსგავს კომპანიებთან ვითანამშრომლოთ.” - ტოიოტას აღმასრულებელი დირექტორი

ტოიოტას მიერ გამოშვებული პრიუსი ბაზარზე მასობრივი წარმოების პირველი ჰიბრიდული ავტომობილია, რომელიც პოპულარობით მთელ მსოფლიოში სარგებლობს. ამ დრომდე პრიუსის 13 მილიონ მოდელზე მეტია გაყიდული.

კომენტარები

ბოლო ამბები