Thumbnail

Adobe After Effects-ს ვიდეოდან ობიექტის გაქრობის ფუნქცია დაემატა

  • ვიდეოებიდან არასასურველი ობიექტების გაქრობა გამარტივდა
  • ობიექტის წასაშლელად პროგრამა Adobe Sensei-ს ხელოვნურ ინტელექტს იყენებს

Adobe-ის After Effects-ში Photoshop-ის ფუნქციის, content-aware fill-ის ვიდეოებისთვის გამოყენება გახდა შესაძლებელი. ფუნქციის დახმარებით პროგრამის მომხმარებლებს ვიდეო კომპოზიციიდან არასასურველი ობიექტის გაქრობა შეეძლებათ, ცარიელ ადგილებს კი პროგრამა ავტომატურად შეავსებს. ამისთვის პროგრამა Adobe Sensei-ს ხელოვნურ ინტელექტს იყენებს.


Photoshop-ის შემთხვევაში, ობიექტი სტატიკური კადრიდან იშლება, რაც პროცესს ტექნიკურად ამარტივებს, After Effects-ის შემთხვევაში კი ვიდეოდან ობიექტის გასაქრობად პროგრამა მოძრავ კადრში მის მდებარეობას ავტომატურად აანალიზებს და ანგარიშობს, თუ როგორ უნდა შეავსოს თითოეული ცარიელ პიქსელი იმისთვის, რომ კომპოზიციიდან მისი გაქრობა შესამჩნევი არ იყოს. 
 
Adobe-მა After Effects-ის content-aware fill-ის გარდა მისი პროგრამების სხვა განახლებული ფუნქციებიც წარადგინა, რომელთა ნახვას ამ ბმულზე შეძლებთ.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები