Thumbnail

ამაზონი კოსმოსში 3236 ინტერნეტ სატელიტს გაუშვებს

  • სატელიტები დედამიწას ინტერნეტით უზრუნველყოფს
  • ინტერნეტ სატელიტების შექმნაზე სხვა არაერთი კომპანია მუშაობს 

ამაზონი კოსმოსში 3236 სატელიტის გაშვებას გეგმავს, რათა ინტერნეტით უზრუნველყოს დედამიწის ის ნაწილი, სადაც ინტერნეტი ამ დრომდე ხელმისაწვდომი არ არის. საუბარია სატელიტებზე, რომლებიც ტრადიციული სატელიტებისგან განსხვავებით დედამიწის ქვედა ორბიტაში იქნება განლაგებული, რაც მათ ოპერირებას უფრო ხელმისაწვდომს და სწრაფს გახდის. 

“ეს ხანგრძლივი პროექტია, რომელიც შექმნილია იმ ათობით მილიონი ადამიანისთვის, რომელთაც ინტერნეტზე წვდომა დღემდე არ აქვთ.” - ამაზონი

კომპანია ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, პროექტის განსახორციელებლად საჭირო სატელიტებს თავად შექმნის თუ სხვა კომპანიისგან შეიძენს. ასევე უცნობია სატელიტების გაშვების ზუსტი თარიღი. პროექტის განსახორციელებლად ამაზონს ფედერალური კომუნიკაციების კომისიის ნებართვაც დასჭირდება. 
 
ამაზონი არ არის პირველი კომპანია, რომელსაც ამ გზით მსოფლიოს ინტერნეტით უზრუნველყოფა აქვს გეგმაში - კომპანია Space X კოსმოსში 12000, კომპანია OneWeb კი 650 სატელიტის გაშვებას აპირებს. საკუთარი ინტერნეტ სატელიტის შექმნაზე მუშაობს Facebook-იც.

კომენტარები

ბოლო ამბები