Thumbnail

Innolith-ის ბატარეით ელექტრომობილს 1000 კილომეტრის გავლა შეეძლება

  • Innolith-ში აცხადებენ, რომ მათი გამოგონება ელექტრომობილების ინდუსტრიაში გადატრიალებას მოახდენს
  • კომპანია ინოვაციური პროდუქტის სერიულად წარმოებას 2022 წლიდან დაიწყებს

შვეიცარულ კომპანია Innolith-ში აცხადებენ, რომ ელექტრომობილისთვის ყველაზე ძლიერი ლითიურ-იონური აკუმულატორი შექმნეს. სტარტაპის ინჟინრები აცხადებენ, რომ ინოვაციური მოწყობილობა ელექტრომობილს საშუალებას მისცემს დამუხტვის შემდეგ 1000 კილომეტრი გაიაროს. დღეს ელექტრომობილებს დამუხტვის შემდეგ 500-550 კილომეტრის გავლა შეუძლია. თუ შვეიცარული სტარტაპის ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, Innolith ბაზარზე ლიდერის პოზიციას უპირობოდ დაიკავებს.

შვეიცარულმა სტარტაპმა თხევად ელექტროლითიანი ლითიურ-იონურ აკუმულატორი შექმნა, რომელსაც კონკურენტებისგან ერთი რამ განასხვავებს. Innolith-ის ინჟინრებმა არაორგანული გამხსნელი გამოიყენებს, რომელიც კონსისტენციით მარილს ჰგავს.

კომპანიის გენერალური დირექტორის ალან გრინშილდსის განცხადებით, ექსპერიმენტული აკუმულატორების მიმართ ინტერესი არაერთმა ავტომწარმოებელმა გამოხატა. ცნობილია, რომ ინოვაციური პროდუქტის პირველ პარტიას გერმანიაში გამოუშვებენ. თუმცა სტარტაპი არ ჩქარობს და აკუმულატორების სერიულად წარმოებას სამ წელიწადში, 2022 წლისთვის გეგმავს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები