Thumbnail

ჩინელმა სტუდენტებმა Apple  მილიონი დოლარით დააზარალეს

  • სტუდენტებმა თაღლითური სქემა შეიმუშავეს და Apple მილიონამდე დოლარით აზარალეს
  • სტუდენტებს ამერიკელი სამართალდამცავები ეძებენ

ინჟინერიის ფაკულტეტის ორმა სტუდენტმა ჩინეთიდან Apple-ს სავარაუდოდ მილიონამდე დოლარის ზარალი მიაყენეს, რის გამოც სასამართლოს წინაშე მოუწევთ წარდგენა. ინფორმაციას The Oregonian ავრცელებს.

სტუდენტებს თაღლითური სქემით მოქმედება ედებათ ბრალად - გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ორიგინალ iPhone-ებს ყიდულობდნენ, შემდეგ კი სმარტფონის გაყალბებულ ვერსიებს ან უკან აბრუნებდნენ, ან შესაკეთებლად ისეთი დაზიანებით აგზავნიდნენ, რომ კომპანია მათ სანაცვლოდ ახალ სმარტფონებს უბრუნებდა, რაც Apple-ს საერთო ჯამში მილიონამდე დოლარი დაუჯდა. სტუდენტებმა საქმიანობა 2017 წელს დაიწყეს. საუბარია რამდენიმე ათას iPhone-ზე. 
 
ამერიკელი სამართალდამცავების ინფორმაციით, სმარტფონის ორიგინალ ვერსიებს სტუდენტები გასაყიდად ისევ ჩინეთში აგზავნიდენ, გაყიდვებიდან მოგება კი ერთ-ერთი ბრალდებულის დედის ანგარიშზე ირიცხებოდა. ბრალდებულები ამ დრომდე არ არიან დაკავებულები, თუმცა სამართალდამცავები ერთ-ერთი სტუდენტის გადაადგილებას GPS სისტემით აკონტროლებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები