Thumbnail

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა გაიხსნება

  • ჩინური კომპანია Changan ელექტრომობილების ქარხნის გახსნას 2020 წელს გეგმავს
  • ქარხანაში ოთხი მოდელის ელექტრომობილების აწყობა იგეგმება

საქართველოში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ელექტრომობილების ქარხნის გახსნა ქუთაისში იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ინდუსტრიული ჰოლდინგის, “აიგრუპის” პრეზენტაციაზე განაცხადა. ელექტრომობილების ქარხანას ქუთაისში ჩინური კონცერნი Changan Automobile Group გახსნის.

პრეზენტაციაზე გაჟღერებული ინფორმაციით, ქარხნის აშენება 2020 წელს უნდა დასრულდეს. ჩინური კომპანია ამ საწარმოში ყოველწლიურად 40 ათასი ელექტრომობილის აწყობას გეგმავს. აქედან 20 ათასი ავტომობილი ექსპორტზე გავა, დანარჩენი კი საქართველოს ტერიტორიაზე გაიყიდება. ქარხანაში 4 მოდელის ელექტრომობილების დამზადება იგეგმება.

Changan Automobile Group ჩინეთის ოთხ უმსხვილეს ავტომწარმოებელს შორის შედის. კომპანიის ოფისი ქალაქ ჩუნცინშია განლაგებული. Changan წელიწადში სამ მილიონზე მეტ ავტომობილს უშვებს. ელექტრომობილების წარმოება კომპანიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. პირველი ჰიბრიდული ავტომობილი ჩინურმა ავტომწარმოებელმა 2007 წელს გამოუშვა. 2025 წლიდან Changan მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებაზე გადაერთვება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები