Thumbnail

ხელოვნურმა ინტელექტმა სამეცნიერო წიგნი დაწერა

  • ნაშრომი რამდენიმე კვლევას აერთიანებს
  • წიგნი უმეტესად ციტატებისგან შედგება

ხელოვნურმა ინტელექტმა ლითიუმ-იონის ელემენტების შესახებ სამეცნიერო წიგნი დაწერა. “ეს წიგნი მანქანის მიერ არის შექმნილი” - სწორედ ამ წარწერით არის წიგნის დასაწყისში ავტორის შესახებ ინფორმაცია აღნიშნული. ალგორითმი სახელწოდებით "Beta Writer", რომლის დახმარებით ელემენტების შესახებ წიგნი დაიწერა, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს. 

წიგნი ლითიუმ-იონის ელემენტების შესახებ ხელმისაწვდომ კვლევებს აერთიანებს.  ტექსტი უმეტესწილად ციტატებისგან შედგება და მასში ანალიტიკას ნაკლებად ვხვდებით. ნაშრომი ახალ კვლევაზე მეტად შესაძლოა საკითხის ტექნიკურ შეჯამებად ჩაითვალოს, თუმცა ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან დაინტერესებული პირები წიგნის წაკითხვით ადვილად შეძლებენ დარგის მიღწევების შესახებ სრული ინფორმაციის 232 გვერდიანი წიგნიდან მიღებას.

კვლევების ავტომატური შეჯამება აკადემიურ სივრცეში დღემდე გამოწვევად რჩება, რომლის მოგვარება მეცნიერებს არაერთი მიმართულებით დაეხმარება. 
 

კომენტარები

ბოლო ამბები