Thumbnail

კანადელმა მეცნიერებმა რაკეტისთვის ალტერნატიული საწვავი შექმნეს

  • კანადელი მეცნიერების მიერ შექმნილი საწვავი ტოქსიკური არ არის
  • მკვლევარები ფიქრობენ, რომ ამ საწვავს მომავალში მნიშვნელოვანი კოსმოსური მისიების დროს გამოიყენებენ

მეოცე საუკუნის 40-იანი წლებიდან მოყოლებული რაკეტის საწვავის დამზადების დროს ტოქსიკურ და კანცეროგენურ ნივთიერება ჰიდრაზინს იყენებენ. ეს ტექნოლოგია დღემდე არ შეცვლილა. ჰიდრაზინის გამოყენებით დამზადებული  საწვავი გარემოს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. ყოველწლიურად კოსმოსური აპარატების გაშვების შემდეგ ატმოსფეროში 12 000 ტონაზე მეტი ჰიდრაზინის შემცველი საწვავის ნარჩენები ხვდება.

მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში უკვე დიდი ხანია ცდილობენ ჰიდრაზინის შემცველი საწვავი შედარებით უსაფრთხო ალტერნატივით ჩაანაცვლონ. მაკგილის უნივერსიტეტის ( მონრეალი, კანადა) მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ ასეთ ალტერნატივას მიაგნეს. კანადელი მკვლევარების აზრით, რაკეტის საწვავი დღეს  უკვე შეიძლება იყოს გაცილებით უსაფრთხო თუ მისი დამზადების დროს მეტალ-ორგანული კარკასულ სტრუქტურებს (MOF) გამოიყენებენ.

კანადელი მეცნიერებმა ჰიბრიდული მასალის გამოყენებით ექვსი სახის საწვავის შექმნა მოახერხეს. მაკგილის უნივერსიტეტის მკვლევარები ფიქრობენ, რომ მათ მიერ შემუშავებული ალტერნატიული საწვავი მოკლე პერიოდში შესაძლებელია კოსმოსურ ინდუსტრიაში დაინერგოს და მნიშვნელოვანი კოსმოსური მისიების, მათ შორის მარსის მისიის განხორციელების დროს გამოიყენონ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები