Thumbnail

მეცნიერებმა შიდსის განკურნების ახალ მეთოდს მიაგნეს

  • იმუნოთერაპია აივ ვირუსს და ციტომეგალოვირუსს ებრძვის
  • მკვლევარების თქმით, ახალი იმუნოთერაპია შიდსის აცრის შექმნისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია

პიტსბურგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შიდსისთვის ახალი იმუნოთერაპია შექმნეს, რომელმაც უნდა გამოავლინოს და დაამარცხოს ვირუსი. მეცნიერების თქმით, ეს შიდსის აცრის შექმნისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია.

ჟურნალ EBioMedicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მკვლევარების გუნდი ზუსტად აღწერს, თუ როგორ შექმნეს ინოვაციური იმუნოთერაპია სახელწოდებით MDC1, რომელიც როგორც შიდსზე, ასევე ციტომეგალოვირუსზე ახდენს გავლენას. ციტომეგალოვირუსი ჰერპესის ჯგუფის ვირუსული ინფექციაა, რომელიც შიდსით დაავადებულთა 95%-ში გვხვდება. 

“ადამიანის იმუნური სისტემა ციტომეგალოვირუსის კონტროლს დიდ დროს უთმობს. ადამიანთა ნაწილში ყოველი მეხუთე T უჯრედი კონკრეტულად ამ ვირუსზე მუშაობს, რამაც გვაფიქრებინა, რომ შესაძლოა მსგავსი უჯრედების დიდი ნაწილი აივ ვირუსის ფარულ რეზერვშიც გვხვდებოდეს. სწორედ ამიტომ შევქმენით იმუნოთერაპია, რომელიც არამარტო აივ ვირუსზე, არამედ ციტომეგალოვირუსზე კონცენტრირებულ უჯრედებზეც იმოქმედებდა” - რობი მაილარდი, მკვლევარი

მკვლევართა ჯგუფი ამჯერად კლინიკური ცდებისთვის დაფინანსებას ეძებს იმ იმედით, რომ უახლოეს მომავალში შიდსის აცრის შექმნას და ადამიანების ყოველდღიური წამლებისგან განთავისუფლებას შეძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები