Thumbnail

თბილისში ელექტრომობილების ქირაობის სერვისი AICar ამოქმედდა

  • ელექტრომობილების ქირაობა დღის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი
  • მგზავერობის საფასური გავლილი მანძილით და ქირაობის დროით იანგარიშება

თბილისში ელექტრომობილების ქირაობის, ე.წ. Car Sharing-ის ახალი სერვისი AICar ამოქმედდა. ამ ეტაპზე თბილისის მასშტაბით 50 ელექტრომობილია განთავსებული. 

სერვისი შემდეგნაირად მუშაობს: მომხმარებელს დღის ნებისმიერ მონაკვეთში AICar-ის აპლიკაციის საშუალებით მასთან ყველაზე ახლოს მდებარე მანქანის პოვნა და დაჯავშნა შეუძლია, ელექტრომობილით მგზავრობის დასრულების შემდეგ კი მისი დატოვება თბილისის მასშტაბით ნებისმიერ პარკინგზეა შესაძლებელი. 

AICar-ის ელექტრომობილით 1 კმ-ის გავლის საფასური 45 თეთრია, 1 წუთის კი 8 თეთრი. მგზავრობის საბოლოო ფასი ორივე კომპონენტის გათვალისწინებით დაანგარიშდება.

სერვისის ავტოპარკი ელექტრომობილებისგან Nissan Leaf და Renault Zoe შედგება. სერვისს სამომავლოდ თბილისის მასშტაბით კიდევ 3000 ელექტრომობილი დაემატება. 

ასევე ნახეთ: თბილისში CAR SHARING ამოქმედდება

კომენტარები

ბოლო ამბები