Thumbnail

სამართალდამცავებს ფინანსური პირამიდის გახსნაში ხელოვნური ინტელექტი დაეხმარა

  • ხელოვნურმა ინტელექტმა დაადგინა კომპანია, რომელიც თაღლითურ საქმიანობას ეწეოდა
  • დანაშაულებრივმა ჯგუფმა 56 ათასი მოქალაქე დააზარალა

სამხრეთ კორეელმა გამომძიებლებმა დანაშაულებრივი სქემა გახსნეს, რომლის მსხვერპლი 56 ათასზე მეტი ადამიანი გახდა. საგამოძიებო მოქმედებების დროს დეტექტივებმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამა გამოიყენეს.

საკვანძო სიტყვების გამოყენებით ალგორითმმა ფინანსური პირამიდის ამოცნობა მოახერხა. სისტემამ მონაცემების ანალიზი გააკეთა და სარეკლამო განცხადებებში საეჭვო შაბლონები გამოავლინა. სწორედ ხელოვნურმა ინტელექტმა დაადგინა კომპანია, რომელიც თაღლითურ საქმიანობას ეწეოდა. ამის შემდეგ დეტექტივებმა ანონიმური წყაროდან მტკიცებულებებიც მიიღეს, რაც ეჭვმიტანილების დაკავების საფუძველი გახდა.

სამართალდამცავებმა დააკავეს ფინანსური პირამიდის ორი ორგანიზატორი და მათ საქმიანობაში თანამონაწილე კიდევ ათი ადამიანი. როგორც გაირკვა, დანაულებრივი ჯგუფის წევრები კორეის მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის სერვისში ჩართვის სანაცვლოდ დიდ ფინანსურ მოგებას პირდებოდნენ. ამ ჯგუფის კლიენტები ძირითადად ასაკოვანი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ბიტკოინით ვაჭრობაში გარკვეულები არ იყვნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ერთ წელიწადში საკუთარ კლიენტებს 21, 2 მილიარდი სამხრეთ კორეული ვონი (18 მილიონი დოლარი) გამოსძალეს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები