Thumbnail

Xiaomi-მ ახალი ელექტრო ველოსიპედი წარმოადგინა

  • ელექტრო ველოსიპედი დამუხტვის შემდეგ 80 კილომეტრს გაივლის
  • Himo C20-ის ღირებულება 375 დოლარია

ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ, რომელიც პირველ რიგში ცნობილია სმარტფონების წარმოებით, ელექტრო ველოსიპედ Himo-ს ახალი ვერსია წარმოადგინა. Himo C20 პირველ ვერსიაზე უფრო ძვირია და 375 დოლარი ღირს. მიუხედავად ამისა, ელექტრო ველოსიპედების ბაზარზე ის მაინც ერთ-ერთ ყველაზე დაბალფასიანი მოდელია.

C20-ს 250 ვატიანი სიმძლავრის ელექტრო მოტორი გააჩნია. მისი მაქსიმალური სიჩქარე 25 კმ/სთ-ია. დამუხტვის შემდეგ ველოსიპედს 80 კილომეტრის გავლა შეუძლია. C20-ის  მთავარი მინუსი დამუხტვის დროა. ბატარეის სრულად დასამუხტად ექვსი საათია საჭირო.

ელექტრო ველოსიპედს LED დისპლეი გააჩნია, რომელზეც მოჩანს ძირითადი ინფორმაცია: ტრანსპორტის სიჩქარე, ძრავის მუშაობის რეჟიმი, რა მანძილის გავლა შეუძლია დამუხტვამდე. წინასწარი ინფორმაციით,  ელექტრო ველოსიპედის წარმოების მოცულობის გაზრდის შემდეგ, მისი ფასი საგრძნობლად შემცირდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები