Thumbnail

USB-ს გამოერთება ‘safely remove’-ის გარეშეც შეგიძლიათ - Microsoft

  • USB-ს უსაფრთხოდ გამოერთება საჭირო აღარ არის
  • კომპანიამ ფუნქცია "quick removal" ოფიციალურად წარადგინა

Microsoft-მა დაადასტურა, რომ Windows 10-ის მომხმარებლებს USB-ის კომპიუტერიდან გამოერთება პირდაპირ, “safely remove”-ის გარეშე შეუძლიათ. ახალი ფუნქცია სახელწოდებით “quick removal” ავტომატურად უზრუნველყოფს USB-ის უსაფრთხოებას, შესაბამისად მისი გამოერთება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, იმ მომენტის გარდა, როცა USB-ზე ფაილებს იწერთ.
 
Microsoft-ის ექპერტის თქმით, USB-ის დაცვის მექანიზმები გარკვეულწილად Windows 7-შიც გვხვდებოდა, თუმცა ამ დრომდე Microsoft გადაჭრით არ ამბობდა, რამდენად აუცილებელი იყო რეალურად USB-ის უსაფრთხოდ გამოერთება. ამჯერად კომპანიამ ფუნქცია ოფიციალურად წარადგინა.
 
ასე რომ, USB-ის “safely remove”, ანუ უსაფრთხოდ გამოსაერთება უკვე ის პროცედურაა, რომლის შესახებაც მომავალ თაობას არაფერი ეცოდინება.

კომენტარები

ბოლო ამბები