Thumbnail

მზის სისტემის “უსახელო” ობიექტის სახელს ინტერნეტ აუდიტორია შეარჩევს

  • 2007 წელს აღმოჩენილ ტრანსნეპტუნურ ობიექტს სახელწოდებას ინტერნეტ მომხმარებელი შეურჩევს
  • ხმის მიცემა საიტზე 2019 წლის 10 მაისამდე გაგრძელდება

ციური სხეული, რომელსაც აქამდე სახელი არ ჰქონდა და მხოლოდ ნომრით მოიხსენიებოდა, სულ მალე ოფიციალურ სახელწოდებას მიიღეს. პლუტოიდი 2007 OR10 ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრანსნეპტუნური ობიექტია (ტრანსნეპტუნური ობიექტი მზის სისტემის ციური სხეულია, რომლის საშუალო მანძილი მზიდან უფრო შორსაა, ვიდრე ნეპტუნის). ობიექტი 2007 წლის 17 ივლისს პალომარის ობსერვატორიაში (კალიფორნიის შტატი) მაიკლ ბრაუნის ჯგუფმა აღმოაჩინა.

ობიექტის დიამეტრი 1535 კილომეტრია. ამ მონაცემებით ის ყველაზე დიდი ტრანსნეპტუნური ობიექტების სამეულში შედის. ციურ სხეულს საკუთარი თანამგზავრიც გააჩნია, რომელიც მისგან 15 ათასი კილომეტრის დაშორებითაა განლაგებული.თანამგზავრის დიამეტრი დაახლოებით 300 კილომეტრია.

აღმოჩენიდან თითქმის 12 წლის შემდეგ ასტრონომებმა გადაწყვიტეს ობიექტს სახელწოდება მიანიჭონ. მეცნიერებმა სხვადასხვა ქვეყნის მითოლოგიასთან დაკავშირებული სამი სახელი შეარჩიეს: გუნგუნი- წყლის ღმერთი ჩინურ მითოლოგიაში, ჰოლდა- ძველ გერმანული ქალღმერთი და სკანდინავიური მითოლოგიის ღმერთი ვილი.

მზის სისტემის უსახელო ობიექტისთვის სახელს საბოლოდ მაინც ინტერნეტ მომხმარებელი შეარჩევს. მსურველებს შეუძლიათ ამ სამი სახელწოდებიდან ერთ-ერთს ხმა საიტზე მისცენ. ხმის მიცემა 2019 წლის 10 მაისამდე გაგრძელდება. გამარჯვებული ვერსიას ოფიციალურ სახელწოდებად საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი დაამტკიცებს. ხმის მიცემა შესაძლებელია ამ საიტზე.

 

კომენტარები

ბოლო ამბები