Thumbnail

Sony-მ გიგანტური 16K ტელევიზორი შექმნა

  • 16K ტელევიზორი 5.4 მეტრი სიგრძის და 19.2 მეტრი სიგანისაა
  • ტელევიზორი სპეციალურად კოსმეტიკური ბრენდისთვის შეიქმნა და  ბაზარზე არ გამოვა

Sony-მ გიგანტური 16K ტელევიზორი შექმნა, რომელსაც უახლოეს მომავალში იაპონიაში წარადგენენ. ტელევიზორის ეკრანს 4K ტელევიზორზე 16-ჯერ, ხოლო სტანდარტულ 1080p ტელევიზორზე 64-ჯერ მეტი პიქსელი აქვს, შესაბამისად მისი გამოსახულება ბაზარზე ხელმისაწვდომ ყველა სხვა ტელევიზორთან შედარებით იმდენად დეტალიზებულია, რომ გიგანტურ ეკრანთან ძალიან ახლოს დგომის შემთხვევაშიც კი მისი გამოსახულება ბუდოვანი არ გახდება. 

5.4 მეტრი სიგრძის და 19.2 მეტრი სიგანის ტელევიზორი კოსმეტიკური ბრენდი Shiseido-სთვის შეიქმნა და მას ამ ეტაპზე იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში, Shiseido-ს კვლევით ცენტრში ამონტაჟებენ. გიგანტური ტელევიზორი რეალურად ათეულობით ეკრანისგან არის აწყობილი, რომლებიც ერთმანეთში ისე ჯდება, რომ მათ შორის ხაზები შესამჩნევი არ არის.

ექსპერტების თქმით, 16K რეზოლუცია ფაქტობრივად სათვალის გარეშე ვირტუალური რეალობის ეფექტს ქმნის, თუმცა მსგავსი ტექნოლოგიის ბაზარზე გამოსვლას და მასობრივ გაყიდვებს კიდევ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არ უნდა ველოდოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები