Thumbnail

სამსუნგის ახალ Galaxy A80-ს სამმაგი მოძრავი კამერა აქვს

  • Galaxy A80-ს განსაკუთრებული კამერა აქვს
  • სმარტფონი 29 მაისს გამოვა

სამსუნგმა ახალი Galaxy A80 წარადგინა. Galaxy A80 საშუალო კლასის სმარტფონია, რომელსაც განსაკუთრებული სამმაგი კამერა აქვს - ის არამხოლოდ ზემოთ იწევა, არამედ წინა მხარესაც ტრიალდება და Selfie-კამერად გარდაიქმნება. სამსუნგი პირველი კომპანიაა, რომლის ტელეფონსაც მსგავსი კამერა აქვს.

სამმაგი კამერა 48 მეგაპიქსელიანი f/2.0 კამერისგან, ულტრაგანიერი 8 მეგაპიქსელიანი f/2.2 კამერისგან და ToF სენსორისგან შედგება. სმარტფონს FHD+ (1080 x 2400) Super AMOLED ეკრანი აქვს.
 
სმარტფონი აღჭურვილია 3700 მილიამპერიანი ელემენტით, რომელსაც სწრაფი დატენვის ფუნქციის მხარდაჭერა აქვს. Samsung Galaxy A80-ს 8გბ-იანი ოპერატიული და 128გბ-იანი შიდა მეხსიერება აქვს. გარდა ამისა, სმარტფონი ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბჭდის სენსორითაა აღჭურვილი. ტელეფონი ოქროსფერ, თეთრ და შავ ფერებშია ხელმისაწვდომი. 

Samsung Galaxy A80 29 მაისს გამოვა. სმარტფონის ფასი ჯერჯერობით უცნობია. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები