Thumbnail

ქეითი ბოუმანი: მეცნიერი შავი ხვრელის ფოტოს ალგორითმის მიღმა

  • შავი ხვრელის ფოტო 29 წლის მეცნიერის მიერ შექმნილი ალგორითმით გადაიღეს
  • პროექტზე 200-ზე მეტმა მეცნიერმა იმუშავა

29 წლის კომპიუტერულმა მეცნიერმა ქეითი ბოუმანმა მსოფლიოს შავი ხვრელის ფოტოს ალგორითმის შექმნით გააცნო თავი - ფოტოს გადაღება სწორედ ბოუმანის მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამის დახმარებით გახდა შესაძლებელი. 

შავი ხვრელი

ისტორიული მნიშვნელობის ფოტო, რომელზეც 400 მილიონ ტრილიონი კილომეტრით დაშორებული შავი ხვრელია აღბეჭდილი, ოთხშაბათს გავრცელდა. ამავე დღეს გავრცელდა სურათი, რომელზეც ჩანს მეცნიერის რეაქცია მომენტზე, როდესაც ფოტო მის ლეპტოპზე იტვირთებოდა.

“არ მჯერა, რომ ჩემ მიერ შექმნილი შავი ხვრელის ფოტო რეკონსტრუქციის პროცესშია” - წერს ქეითი Facebook-ზე

მეცნიერმა ალგორითმზე მუშაობა სამი წლის წინ დაიწყო, მაშინ, როცა ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (MIT)  სტუდენტი იყო. უნივერსიტეტში ის პროექტს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნული ინტელექტის ლაბორატორიასთან ერთად წარმართავდა. ტელესკოპების ქსელის, Event Horizon Telescope-ის მიერ გადაღებული შავი ხვრელის ფოტოს რენდერი სწორედ ბოუმანის მიერ შექმნილი ალგორითმის დახმარებით გახდა შესაძლებელი. 

“ფოტო პირველად რომ ვნახეთ არავის გვჯეროდა, ეს მართლაც შთამბეჭდავი იყო. ამინდში, ისევე როგორც ბევრ სხვა ფაქტორში, ძალიან გაგვიმართლა” - ქეითი ბოუმანი.

ფოტოს გავრცელების მომენტიდან ახალგაზრდა მეცნიერი ინტერნეტ სენსაცია გახდა. მისი სახელი Twitter-ის Trending გვერდზეც მოხვდა. მეცნიერის წარმატებას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტიც გამოხმაურა და მას პოსტი მიუძღვნა: “3 წლის წინ MIT-ის სტუდენტმა, ქეითი მოუმანმა მონაწილეობა მიიღო ახალი ალგორითმის შექმნაში, რომლის დახმარებით უკვე შავი ხვრელის მსოფლიოში პირველი ფოტო გვაქვს. ფოტო დღეს გამოქვეყნდა.” წერს უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია.

 
მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ავტორებს შორის ყველაზე პოპულარული სწორედ ქეითი გახდა, ის ამბობს, რომ თავისი გუნდის გარეშე მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. მისი თქმით პროქტის უკან 200-ზე მეტი მეცნიერი დგას.

ასევე ნახეთ: შავი ხვრელის პირველი ფოტო გავრცელდა

წყარო: BBC

კომენტარები

ბოლო ამბები