Thumbnail

ინგლისში საგზაო დეტექტორი საჭესთან მობილურის გამოყენებას დააფიქსირებს

  • დეტექტორი ტელეფონის 2G, 3G და 4G სიგნალებს აფიქსირებს
  • ტექნოლოგიის მიზანი არა მძღოლების დაჯარიმება, არამედ მათი ინფორმირებაა

ინგლისში საგზაო დეტექტორი მანქანაში მობილურის გამოყენებას დააფიქსირებს და მძღოლებს გააფრთხილებს, არ ისარგებლონ საჭესთან ტელეფონით. ტექნოლოგია თემს ველის პოლიციამ შექმნა. სისტემა არ აკეთებს ჩანაწერს და მიზნად არა მძღოლების დაჯარიმებას, არამედ მგზავრებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ისახავს. დეტექტორი ტელეფონის 2G, 3G და 4G სიგნალებს აფიქსირებს და თუკი მანქანაში მობილურის გამოყენების შემთხვევას აღმოაჩენს, გზაზე გამაფრთხილებელ ნიშანს აანთებს, თუმცა სისტემა ვერ აფიქსირებს, მანქანაში ტელეფონს მძღოლი იყენებს თუ რომელიმე მგზავრი.

თემს ველის პოლიცია ამბობს, რომ ტექნოლოგია იდეალურად არ მუშაობს, თუმცა მთავარია, საჭესთან მობილური ტელეფონის გამოყენება სოციუმში ისეთივე მიუღებელი გახდეს, როგორც საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში დაჯდომა.

თემს ველის საგზაო უსაფრთხოების ოფიცერის, ლიზ ჯონსონის თქმით, კვლევის თანახმად, იმის ალბათობა, რომ მძღოლი რომელიც საჭესთან მობილურ ტელეფონს იყენებს ავარიაში მოყვება,  ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მძღოლთან შედარებით ოთხჯერ მეტია.

კომენტარები

ბოლო ამბები