Thumbnail

Stratolaunch-ის გიგანტური თვითმფრინავის პირველი ფრენა

  • თვითმფრინავმა საცდელი ფრენა მოჰავეს უდაბნოს ტერიტორიაზე შეასრულა
  • Stratolaunch Model 351-ის ფრთების სიგრძე 117,3 მეტრია

კომპანია Stratolaunch Systems ყველაზე მასშტაბურ პროექტზე, გიგანტურ თვითმფრინავ Stratolaunch Model 351-ზე 8 წლის განმავლობაში მუშაობდა. საფრენი აპარატი პირველად 2017 წლის მაისში კოსმოსურ ცენტრ “მოჰავეში” წარმოადგინეს. ბოლო ორი წელიწადი თვითმფრინავის გამოცდა ასაფრენ-დასაჯდომ ზოლზე მიმდინარეობდა.  2019 აპრილში კი Stratolaunch Model 351-მა მოჰავეს უდაბნოს საჰაერო სივრცეში პირველი სადემონსტრაციო ფრენა შეასრულა.

Stratolaunch Model 351-ის ფრთების ზომა 117,3 მეტრია. ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავია. საფრენი აპარატის სიგრძე 73 მეტრია, წონა კი 226,8 ტონა. თვითმფრინავი რაკეტების ტრანსპორტირებისთვის არის შექმნილი. მას დედამიწის ორბიტისკენ ერთდროულად Pegasus XL-ის ტიპის სამი რაკეტის გაყვანა შეუძლია.

Stratolaunch Systems კერძო კოსმოსური კომპანიაა, რომელიც 2011 წელს სიეტლში  (ვაშინგტონის შტატი) შეიქმნა. მისი დამაარსებლები Microsoft-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი პოლ ალენი და ამერიკელი კონსტრუქტორი ბერტ რუტანი არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები