Thumbnail

ფეისბუქზე მასობრივი შეფერხება კიდევ ერთხელ დაფიქსირდა

  • გასულ თვეში პლატფორმაზე ორი მასობრივი შეფერხება დაფიქსირდა
  • Facebook-ის მეწილეები ცუკერბერგის გადადგომას ითხოვენ

Facebook-ზე მასობრივი შეფერხება ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ დაფიქსირდა. შეფერხება Facebook-ის პლატფორმებს - Messenger-ს, Instagram-ს და WhatsApp-საც შეეხო. საიტის downdetector.com თანახმად, ხარვეზი მსოფლიოს მასშტაბით კვირას, თბილისის დროით 2 საათზე გამოვლინდა. შეფერხება ნაწილობრივ 2 საათის შემდეგ აღმოიფხვრა, თუმცა პლატფორმები სრულყოფილად ამ დრომდე არ მუშაობს.

Facebook-ს ხარვეზთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. გასულ თვეს დაფიქსირებული ხარვეზი ფეისბუქის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ შეფერხებად შეფასდა. ამ შემთხვევამდე მსგავსი მასშტაბის ხარვეზი პლატფორმაზე ბოლოს 2008 წელს დაფიქსირდა, ამ დროისთვის კი, როგორც ჩანს, უკვე ყოველთვიური ხასიათი მიიღო.

Facebook-ი ბოლო წლების განმავლობაში არაერთ სკანდალში გაეხვა, რის გამოც კომპანიის მეწილეები მარკ ცუკერბერგის გადადგომას და კომპანიაში წილების გადანაწილების სტრუქტურაში ცვლილებების შეტანას ითხოვენ. საკითხის განხილვა 30 მაისს, კომპანიის მეწილეების ყოველწლიურ შეკრებაზეა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები