Thumbnail

პრეზიდენტობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჰოლოგრამას გამოიყენებს

  • ამ ინოვაციით კანდიდატი აგიტაციას ერთდროულად რამდენიმე ქალაქში ჩაატარებს
  • ჰოლოგრამის გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს წინასაარჩევნო ხარჯებს

ენდრიუ იანი- დემოკრატიული პარტიის პოტენციური კანდიდატი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე წინასაარჩევენო შეხვედრების დროს საკუთარი ჰოლოგრამის გამოყენებას აპირებს. ვირტუალური ორეულის დახმარებით პოლიტიკოსი შეძლებს აგიტაცია ერთდროულად რამდენიმე ქალაქში ჩაატაროს. ამავეს დროს, ეს ნაბიჯი საგრძნობლად შეამცირებს წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯებს.

იანის საარჩევნო შტაბი იმავე ტექნოლოგიის დანერგვას გეგმავს, რომელიც 2012 წელს მუსიკალურ ფესტივალ Coachella-ს ორგანიზატორებმა გამოიყენეს. 2012 წელს მუსიკალური ფესტივალის სცენაზე რეპერ ტუპაკ შაკურის ჰოლოგრამა გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ იანის ინიციატივას შეერთებულ შტატებში  სოციალურ ქსელებში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

რობერტ იანი, რომელიც ნიუ იორკში 1975 წელს ტაივანელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, პოტენციურ კანდიდატებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა. იანს პოლიტიკაში ინოვაციური მიდგომების დანერგვა აქამდეც ახასიათებდა. გასულ წელს მან წინასაარჩევნო კამპანიისთვის შემოწირულობის სახით კრიპტოვალუტაც კი მიიღო. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ტექნოლოგიური პროგრესის ნეგატიურ მხარეებზეც ხშირად საუბრობს და აცხადებს, რომ ავტომატიზაცია ადამიანების შემოსავლის გარეშე დარჩენის საფრთხეს აჩენს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები