Thumbnail

ებრაელმა მეცნიერებმა ადამიანის გული 3D პრინტერით დაბეჭდეს

  • 3D პრინტერით დაბეჭდილ გულს ადამიანის გულის ქსოვილი და სისხლძარღვები აქვს
  • მკვლევარებს ტრანსპლანტაციისთვის გამოსადეგი გულის შექმნის იმედი აქვთ

ებრაელმა მეცნიერებმა 3D პრინტერით ადამიანის გული დაბეჭდეს, რომელსაც გულის ქსოვილი და სისხლძარღვები აქვს. ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel ავრცელებს. მკვლევარების თქმით, ეს “უმნიშვნელოვანესი სამედიცინო გარღვევა” ორგანოთა გადანერგვის შესაძლებლობებს გააფართვოებს.

3D პრინტერით დაბეჭდილი გული დაახლოებით კურდღლის გულის ზომის, ანუ ადამიანის გულზე დაახლოებით ათჯერ პატარაა, თუმცა მკვლევარები იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში ტრანსპლანტაციისთვის გამოსადეგი გულის შექმნასაც შეძლებენ. 

“ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიოში, როცა ადამიანებმა ადამიანის გულის აწყობა 3D პრინტერის დახმარებით შეძლეს. ამ დრომდე გულის სტრუქტურა დაბეჭდილა, თუმცა სისხლძარღვების და უჯრედების გარეშე.”- პროექტის ავტორი

მკვლევარები იმედოვნებენ, რომ უახლოეს 10 წელიწადში 3D პრინტერით პაციენტებისთვის გულს საავადმყოფოებიც დაბეჭდავენ, თუმცა მანამდე საავადმყოფოები ორგანოების ბეჭდვის პრაქტიკას სავარაუდოდ გულზე უფრო მარტივი ორგანოებით დაიწყებენ. 

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები