Thumbnail

ფეისბუქმა შესაძლოა News Feed და Stories გააერთიანოს

  • News Feed და Stories შესაძლოა გაერთიანდეს
  • მსგავსმა ექსპერიმენტმა ინსტაგრამზე გასულ წელს არ გაამართლა

Facebook-მა შესაძლოა პლატფორმის მობილური აპლიკაციის ინტერფეისი სრულად განაახლოს და News Feed-ი და Stories გააერთიანოს. სიახლე ჯერჯერობით საცდელ რეჟიმშია. ამჟამად აპლიკაციაში აღნიშნული ორი განყოფილება ერთმანეთისგან განცალკევებულია. News Feed-ის დასათვალიერებლად Facebook-ის აპლიკაცია ქვემოთ უნდა ჩამოსქროლოთ, Stories კი აპლიკაციის თავში, ჰორიზონტალურად არის განლაგებული. ახალი დიზაინით Story-სთან ერთად ჰორიზონტალურად News Feed-ის პოსტები, მათ შორის სტატუსები, ფოტოები, ვიდეოები და დასპონსორებული პოსტებიც შეგვხვდება. 

ნახეთ ვიდეო:

ჯერჯერობით უცნობია, საცდელი ეტაპის შედეგად რეალურად შეიცვლება თუ არა აპლიკაციის იერსახე. კომპანიამ გასული წლის ბოლოს ერთხელ უკვე სცადა ინსტაგრამზე მსგავსი ინტერფეისის დანერგვა, თუმცა მომხმარებლების უკმაყოფილობის გამო პლატფორმაზე ცვლილება აღარ განხორციელდა.

კომენტარები

ბოლო ამბები