Thumbnail

კვლევა - 2050 წლისთვის ენერგიის ძირითადი წყარო მზის ენერგია იქნება

  • 2050 წლისთვის მზე ენერგიის მთავარი წყარო გახდება
  • კვლევის თანახმად, ცვლილება 22 მილიონ სამუშაო ადგილს შექმნის

ახალი კვლევის თანახმად, რომლის პრეზენტაცია გასულ კვირას ბერლინში შედგა, მზის ენერგიამ შესაძლოა მსოფლიოს ენერგიის მოთხოვნის 68% დააკმაყოფილოს, დანარჩენ 32 პროცენტს კი სხვა განახლებადი ენერგიები მოიცავენ. შეაბამისად, მზის ენერგია არამარტო ენერგიის ყველაზე ხელმისაწვდომი წყარო გახდება, არამედ გლობალური ენერგიის წარმოებაში ყველაზე დიდ ადგილს დაიკავებს. ამავე კვლევის თანახმად, განახლებადი ენერგიების წილის ზრდა მსოფლიო ენერგოსისტემაში 2050 წლამდე 22 მილიონ სამუშაო ადგილს შექმნის. 

ავტორი, მზის ენერგიის ეკონომიკის პროფერორი კრისტიან ბრეიერი კვლევაში აღწერს სცენარს, თუ როგორ შეიძლება სრულად განახლებად ენერგიაზე გადასვლით კლიმატის გლობალური კრიზისის დაძლევა. 
 
კვლევის ავტორების პროგნოზის თანახმად, განახლებადი ენერგიებით სატრანსპორტო ენერგიის წყაროებიც ჩანაცვლდება და ბენზინზე მომუშავე ტრანსპორტის 89%-ს სწორედ განახლებად ენერგიებზე მომუშავე ტრანსპორტი ჩაანაცვლებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები