Thumbnail

ტიტანის ტბების შესახებ ახალი დეტალები გაირკვა

  • ასტრონომებმა გაარკვიეს, რომ ტიტანის ტბების სიღმე 100 მეტრს აღწევს
  • აღმოჩენა მეცნიერებმა კოსმოსურ ხომალდ კასინის მონაცემების დამუშავების შემდეგ გააკეთეს

ტიტანი სატურნის ყველაზე დიდი თანამგზავრია. ამავე დროს, ის მზის სისტემის პლანეტების თანამგზავრებს შორის იუპიტერის თანამგზავრ განიმედეს შემდეგ სიდიდით მეორეა. ტიტანი ასტრონომებისთვის პირველ რიგში იმიტომ არის საინტერესო, რომ მასზე თხევადი მასა არსებობს. რეზერვუარები მის ზედაპირზე სავარაუდოდ მეთანისგან და ეთანისგან შედგება.

კოსმოსური ხომალდი კასინი ჰიუიგენსი

ტიტანის კვლევაში უმნიშვნელოვანესი იყო კოსმოსურ ხომალდ კასინი-ჰიუიგენსის მისია. ეს აპარატი ერთობლივად შექმნეს NASA-მ, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA)  და იტალიის კოსმოსურმა სააგენტომ (ASI). კასინი კოსმოსში 1997 წლის ოქტომბერში გაუშვეს. სწორედ ამ კოსმოსური ხომალდის მიერ გადაღებული მასალის საფუძველზე 2006 წელს მეცნიერებმა დოკუმენტურად დაადგინეს სატურნის თანამგზავრზე თხევადი მასის არსებობა.

2006 წელს კასინი-ჰიუიგენსის მიერ გადაღებული ტიტანის ტბების ფოტო 

კასინის (აპარატმა მისია 2017 წლის სექტემბერში დაასრულა) მასალის შესწავლას ასტრონომები დღემდე აგრძელებენ. მარკო მასტროჯუზეპეს ჯგუფმა კოსმოსური ხომალდის მიერ გამოგზავნილი მონაცემების საფუძველზე დაასკვნა, რომ ტიტანის ტბები 100 მეტრამდე სიღრმის არიან.

ყოველთვის, როდესაც ტიტანთან დაკავშირებულ აღმოჩენას ვაკეთებთ, პლანეტა კიდევ უფრო ამოუცნობი ხდება. ამასთან ერთად, ეს აღმოჩენები გვეხმარება პასუხი მივიღოთ საინტერესო კითხვებზე და გავიგოთ ტიტანის ჰიდროლოგია- მარკო მასტროჯუზეპე, სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი.

კომენტარები

ბოლო ამბები