Thumbnail

Boston Dynamics-ის რობოტებმა გუნდური მუშაობის პრინციპი აითვისეს

  • Boston Dynamics-ის ინჟინრებმა რობოტებს გუნდური მუშაობის პრინციპი შეასწავლეს
  • რობოტ Spot-ს ტოკიოში ცათამბჯენების მშენებლობის დროს გამოიყენებენ

Boston Dynamics ცნობილია უჩვეულო და ეგზოტიკური რობოტებით, რომლებიც სხვადასხვა ცხოველებს გვანან. კომპანიის ინჟინრების მიერ დამზადებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელი CHEETAH გეპარდს წააგავს და ოთხფეხა რობოტებს შორის ყველაზე სწრაფია. Handle ფრინველი-რობოტია, რომელიც საწყობში ტვირთების გადატანას და განთავსებას ახერხებს.

Boston Dynamics-ის კიდევ ერთი ცნობილი რობოტი Spot-ია. მას ხშირად იხსენიებენ, როგორც ძაღლ-რობოტს. როგორც გაირკვა, Spot-ს მარხილში შებმული ძაღლების პაროდირებაც კი შეუძლია.

Boston Dynamics-მა  გადაწყვიტა ალასკაზე მარხილის ძაღლების შეჯიბრისTrail Slade Dog Race დაწყება თავის რობოტებთან ერთად აღენიშნა. კომპანიის ინჟინრებმა Spot-ის რობოტებს გუნდური მუშაობის პრინციპები შეასწავლეს.  აღმოჩნდა, რომ მარხილის ძაღლების მსგავსად ერთმანეთზე ჩაბმული ათი რობოტი  სატვირთო ავტომობილის გადაგორებას ახერხებს. Spot-ის მასა მხოლოდ 25 კილოგრამია. თუმცა გუნდური პრინციპით ორგანიზებულმა რობოტებმა რთული ამოცანა უპრობლემოდ შეასრულეს.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ Boston Dynamics-მა დააანონსა, რომ უახლოეს მომავალში SpotMini-ს რობოტების გაყიდვას დაიწყებს. წინასწარი ინფორმაციით, ძაღლი-რობოტების შეძენას იაპონური კომპანიები გეგმავენ. Spot-ის რობოტებს ტოკიოში ცათამბჯენების მშენებლობაზე დაასაქმებენ. რობოტებს სხვადასხვა ინსტრუმენტების და სამშენებლო მასალების გადატანა დაევალებათ. როგორც ცდებმა აჩვენა, Spot-ის რობოტები წარმატებით ახერხებენ სამშენებლო მოედანზე ორიენტაციას და ადამიანებთან ერთად მუშაობას.

 

კომენტარები

ბოლო ამბები