Thumbnail

Playstation 5-ის შესახებ პირველი დეტალები გავრცელდა

  • Playstation 5-ის შესახებ პირველი დეტალები გავრცელდა
  • კონსოლის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია

Sony-მ თავისი ახალი თაობის სათამაშო კონსოლის შესახებ პირველი ინფორმაცია გაავრცელა, რომელსაც სავარაუდოდ Playstation 5 ერქმევა, თუმცა კონსოლის ზუსტი სახელი ჯერჯერობით უცნობია.

გამოცემა Wired-თან ინტერვიუში Playstation-ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ახალი თაობის კონსოლს წინამორბედის მსგავსი აგებულება ექნება, შესაბამისად PS4-ის თამაშები კონსოლის ახალ ვერსიასთანაც იქნება თავსებადი. ასევე ცნობილია, რომ Playstation 5 სრულად ციფრული მოწყობილობა არ იქნება და თამაშებისთვის შესაბამისი დისკები იქნება საჭირო. ასევე, იგეგმება ბევრი ახალი თამაშის გამოშვება, რომელიც როგორც ახალ, ასევე ძველ ფლეისთეიშენებთან იქნება თავსებადი.

“გადასვლა PS4 დან PS5-ზე "საკმაოდ რბილი იქნება” - Sony

“რბილი გადასვლა” გულისხმობს, რომ PS5 PS4-ის განახლებული ვერსიაა და განსხვავება იმდენად თვალშისაცემი არ იქნება, როგორც PS3-ს და მის წინამორბედს შორის, მიუხედავად იმისა, რომ PS4-ის გამოსვლიდან 6 წელი გავიდა.
 
კონსოლს 8K რეზოლუციის მხარდაჭერა აქვს, თუმცა იქნება თუ არა თამაშის გამოსახულება მაღალ ხარისხში, კონკრეტულ ტელევიზორებზეა დამოკიდებული. 
 
კონსოლის კომპიუტერული გრაფიკისთვის კომპანია Radeon-მა Navi-ს ხაზის სპეციალური ვერსიის ჩიპი შექმნა. კონსოლს 3D აუდიოს მხარდაჭერა ექნება, რაც Sony-ს თქმით გეიმერების უფრო მეტად ჩართავს თამაშის პროცესში. Playstation 5-ს ასევე ვირტუალური რეალობის სათვალის, Playstation VR-ის მხარდაჭერაც აქვს, თუმცა Sony ვირტუალური რეალობის მიმართულებით კონკრეტული სიახლეების შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობს. 
 
Playstation 5-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები