Thumbnail

ნორტ-დამში ხანძრის ლიკვიდაციაში დრონები და რობოტები მონაწილეობდნენ

  • მეხანძრეები ხანძრის კერების შესახებ ინფორმაციას დრონებიდან იღებდნენ
  • ტაძარში ხანძრის ჩაქრობაში სამაშველო ჯგუფს რობოტი ეხმარებოდა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძრის შედეგები გაცილებით უფრო მძიმე იქნებოდა, რომ არა თანამედროვე ტექნოლოგიები. მეხანძრეებს ხანძრის სრულად ლიკვიდაციისთვის 15 საათი დასჭირდათ.  სამაშველო ჯგუფი ხანძრის კერების შესახებ ინფორმაციას დრონებიდან იღებდა. კომპანია DJI-ს ორი დრონის: Mavic Pro-ს და Matrice M210-ის მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ მეხანძრეებს “სწორი ტაქტიკური გადაწყვეტილების მიღება” გაუადვილა. შედეგად ტაძრის ორი მასიური კოშკის ხანძრისგან გადარჩენა მოხერხდა- განაცხადა პარიზის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა გაბრიელ პლიუმ.

ხანძრის ლიკვიდაციის დროს ნოტრ-დამში მაშველებს რობოტი Colossus ეხმარებოდა. იქ, სადაც ტაძრის კედლების ჩამონგრევის საფრთხე დიდი იყო, ცეცხლის ლიკვიდაცია სწორედ რობოტმა მოახერხა.

იხილეთ ვიდეო როგორ აქრობს წყლის ჭავლით ცეცხლს ტაძარში რობოტი Colossus:

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად უკვე გამოიყო მილიარდზე მეტი ევრო. აღდგენითი სამუშაოები ხუთი წელი გაგრძელდება. პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი  ტაძრის ძირითადი კონსტრუქციის შენარჩუნებაა. მშენებლებს და არქიტექტორებს კონსტრუქციის დეტალურ ანალიზში დრონები დაეხმარებიან. სხვადასხვა სენსორებით აღჭურვილი საფრენი აპარატები დაზიანებული კონსტრუქციების შესახებ ზუსტ ინფორმაციას მოიპოვებენ. ამ ინფორმაციის საფუძველზე ინჟინრები შეადგენენ ცალკეული ელემენტების 3D მოდელს და გადაწყვეტენ, რომელ კონსტრუქციას სჭირდება შეცვლა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები