Thumbnail

Jaguar I-Pace წლის საუკეთესო ავტომობილად დაასახელეს

  • კონკურსის ფინალისტებს შორის მოხვდნენ  Audi e-tron და  Volvo S60 
  • ბრიტანულმა ელექტრომობილმა წელს უკვე ორი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

პრესტიჟული პრემიის- წლის საუკეთესო ავტომობილის (World Car of the Year) გამარჯვებული Jaguar I-Pace გახდა. წლის ავტომობილის შერჩევა ხანგრძლივი პროცესია. ნომინანტებს შორის თავდაპირველად 40 ავტომობილი იყო. ჟიურიმ 2019 წლის მარტში ჟენევის ავტოსალონზე სამი ფინალისტი დაასახელა. ბოლო ეტაპზე Jaguar-ის კონკურენტები იყვნენ Audi e-tron და განახლებული Volvo S60.

კონკურსი, რომელმაც წლის საუკეთესო ავტომობილი უნდა გამოავლინოს, 2004 წლიდან ტარდება. Jaguar I-Pace მეორე ელექტრომობილია, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა. 2011 წელს ანალოგიური მიღწევა Nissan Leaf-ს ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ Jaguar I-Pace-მა წელს უკვე მეორე ჯილდო მოიპოვა. 2019 წლის მარტში ბრიტანული ელექტრომობილი ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილად (European Car of the Year) დაასახელეს.

Jaguar I-Pace-ის დიზაინი ცნობილ ბრიტანელ ავტომობილების დიზაინერ იენ კალამს ეკუთვნის. ელექტრომობილის მინიმალური ღირებულება 69 500 დოლარია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები