Thumbnail

სამსუნგის გადასაკეც ტელეფონს ხარვეზი აქვს

  • Galaxy Fold-ის ეკრანი მარტივად ზიანდება
  • სმარტფონის ფასი 2000 დოლარია

მიმდინარე კვირას Samsung-მა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს გამოსაცდელად ახალი გადასაკეცი სმარტფონი, Galaxy Fold გაუგზავნა, თუმცა ახალი ტექნოლოგიის სმარტფონს, რომლითაც კომპანია მსოფლიოს გაკვირვებას აპირებდა, მედიის წარმომადგენლებისგან არც თუ ისე კარგი გამოხმაურება მოყვა:

"ორ დღეში Galaxy Fold-ის ეკრანი გატყდა და მისი გამოყენება უკვე შეუძლებელია"

მარკ გურმანი, Bloomberg

 

"Galaxy Fold-ს რაღაც დაემართა და ეკრანი ამოიზნიქა. არ ვიცი რა მოხდა, სამსუნგის პასუხს ველი. ტელეფონი გატეხილია."

დიტერ ბონი, The Verge

 

"ერთდღიანი გამოყენების შემდეგ..."
სტივ კოვაჩი, CNBC

 

კომპანიაში ამბობენ, რომ დაზიანებების შესახებ ინფორმაცია მათთვის უკვე ცნობილია და მათ გამომწვევ მიზეზებს “სიღრმისეულად შეისწავლიან”. გადასაკეცი სმარტფონის გამოშვებას არაერთი სხვა კომპანია, მათ შორის Huawei და Motorolla-ც გეგმავს, თუმცა სამსუნგის მიზანი იყო, ყოფილიყო კომპანია, რომელიც პირველად შევიდოდა ახალი ტექნოლოგიით სმარტფონების ბაზარზე - ხარვეზები შესაძლოა სწორედ დაჩქარებული მუშაობის შედეგია.

Galaxy Fold-ის ფასი 2000 დოლარია.

ასევე ნახეთ: სამსუნგის გადასაკეცი ტელეფონი GALAXY FOLD აპრილში გამოვა

კომენტარები

ბოლო ამბები