Thumbnail

ინსტაგრამს შესაძლოა მოწონებების რაოდენობის დამალვის ფუნქცია დაემატოს

  • ინსტაგრამზე შესაძლოა "ლაიქების" დამალვა გახდეს შესაძლებელი
  • სიახლეს ბრიტანეთის მთავრობაც ემხრობა

ინსტაგრამი პლატფორმაზე "ლაიქების" რაოდენობის დამალვის ფუნქციას ტესტავს. სიახლის მიზანია, მომხმარებლებს ჰქონდეთ არჩევანი, პლატფორმა სტანდარტულ ფოტოალბომად აქციონ, სადაც აქცენტი მოწონებების რაოდენობის მაგივრად განთავსებული კონტენტის შინაარსზე გაკეთდება. ფუნქციის გააქტიურების შემთხვევაში, ფოტოსა თუ ვიდეოზე მოწონებების რაოდენობის ნახვას მხოლოდ პოსტის ავტორი შეძლებს. პლატფორმის ახალი ფუნქცია პირველად პროგრამისტმა ჯეინ ვონგმა აღმოაჩინა.

“ვეძებთ გზებს, თუ როგორ შეიძლება შევამციროთ მოწონებების დაგროვების პროცესისგან გამოწვეული წნეხი.” - ინსტაგრამი

ახალი ფუნქციის შესახებ დეტალები მას შემდეგ გავრცელდა, რაც გამოცემა Independent-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაერთიანებულ სამეფოში შესაძლოა არასრულწლოვან მომხმარებლთა დასაცავად მათ “ლაიქების” ფუნქცია შეეზღუდოთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანეთის კომუნიკაციების კომისიამ სოციალურ ქსელებს მისცა რეკომენდაცია, მომხმარებლებისთვის მოწონებების გათიშვის ფუნქცია შეეთავაზებინა. 

იმ შემთხვევაში, თუკი პლატფორმაზე ახალი ფუნქცია მართლაც გამოჩნდება, ეს ინსტაგრამისთვის რადიკალური ცვლილება იქნება, რადგან ამ დროისთვის მოწონებების რაოდენობა პლატფორმაზე ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია, რის გამოც მომხმარებლების მიერ პლატფორმაზე განსათავსებელი პოსტების შინაარსის განსაზღვრის დროს გადამწყვეტ როლს მისი შინაარსის მაგივრად სწორედ ის თამაშობს, თუ რამდენ მოწონებას დაიმსახურებს ის.

კომენტარები

ბოლო ამბები