Thumbnail

დასავლეთ ვირჯინიაში არჩევნების დროს ბლოკჩეინ ტექნოლოგიას გამოიყენებენ

  • ბლოკჩეინ ტექნოლოგიას შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოიყენებენ
  • ინოვაციური ტექნოლოგია დასავლეთ ვირჯინიაში კონგრესის არჩევნების დროს გატესტეს

დასავლეთ ვირჯინიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ამომრჩეველს ხმის მიცემა საარჩევნო უბანზე მისვლის გარდა დისტანციურადაც შეეძლება. ასეთი გადაწყვეტილება შტატის საარჩევნო კომიტეტმა მიიღო. ამ ალტერნატივას საარჩევნო კომიტეტი იმ მოქალაქეებისთვის დაუშვებს, ვინც საპრეზიდენტო არჩევნების დროს შტატის ტერიტორიაზე არ იქნებიან.

გასულ წელს დასავლეთ ვირჯინიაში კონგრესის შუალედური არჩევნები ჩატარდა. სწორედ ამ არჩევნების დროს შტატის საარჩვენო კომიტეტმა ინოვაციური ტექნოლოგია პირველად გამოსცადა. საარჩევნო კომიტეტის თავმჯდომარის დონალდ კირსის განცხადებით, საცდელმა პროექტმა სრულად გაამართლა. შტატის ფარგლებს გარეთ მყოფმა ამომრჩეველმა სიახლე დადებითად მიიღო.

ბლოკჩეინ ტექნოლოგიით ხმის მიცემა მარტივი პროცედურაა. სტარტაპ Voatz-ის აპლიკაცია ამომრჩევლისგან ID  მონაცემის ჩატვირთას ითხოვს. ამავე დროს, მოქალაქემ ვიდეო სელფი უნდა გადაიღოს, რომ მისი იდენტიფიკაცია მოხდეს. ამომრჩევლის მიერ მიცემული ხმა ბლოკჩეინ რეესტრში დაფიქსირდება. პროგრამის შემქმნელები აცხადებენ, რომ მისი გაყალბება შეუძლებელია.

2020 წელს ახალი ტექნოლოგიით ხმის მიცემას დასავლეთ ვირჯინიაში მცხოვრები სამხედრო მოსამსახურეები შეძლებენ, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს სხვა შტატის ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ იქნებიან.

 

კომენტარები

ბოლო ამბები