Thumbnail

ხელოვნური ინტელექტი დეპრესიის დონეს ადამიანის მიმიკებით და ხმით განსაზღვრავს

  • ტექნოლოგია ხმასთან ერთად ვიზუალურ კომპონენტებსაც ითვალისწინებს
  • ხელოვნური ინტელექტი დეპრესიის დიაგნოსტიკას მათემატიკურად ახდენს

ადამიანის ზოგადი ემოციური მდგომარეობის დადგენა ხმაზე დაკვირვებით ხელოვნურ ინტელექტს უკვე შეუძლია - Beyond Verbal, Affectiva, Cogito და სხვა სტარტაპები სწორედ ამ მიზანს ემსახურებიან, თუმცა მეცნიერები თანხმდებიან, რომ მხოლოდ ადამიანის ხმაზე დაკვირვებით დეპრესიის და მით უმეტეს მისი დონის განსაზღვრა შეუძლებელია.

კაენ-ნორმანდიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს, თუ როგორ შეიძლება არავერბალური ნიშნებისა და ხმის კომბინაციაზე დაკვირვებით საგრძნობლად გაუმჯობესდეს დეპრესიის ხარისხის წარმატებით დადგენის ალბათობა და შექმნეს ტექნოლოგია, რომელიც სწორედ დეპრესიის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება.

“დეპრესიის დიაგნოსტიკა დიდ გამოწვევად რჩება, რადგან სიმპტომები სხვადასხვა შემთხვევებში განსხვავებულად ვლინდება.” - ნათქვამია კვლევაში

თავის პოზიცია, მზერის მიმართულება, ღიმილის ხანგრძლივობა და ინტენსივობა  - ეს იმ კომპონენტთა არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ტექნოლოგია დეპრესიის დიაგნოსტიკისთვის იყენებს. მანქანური სწავლების მოდელი აღნიშნულ კომპონენტებს მათემატიკურად აერთიანებს და დაკვირვების შედეგს ამ გზით ანგარიშობს. სისტემის "კვალიფიკაციის ასამაღლებლად" მეცნიერებმა მასში დეპრესიასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის მონაცები ჩატვირთეს, მათ შორის მონაცემთა ბაზები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები და კლინიკური კითხვარების პასუხები.

ტექნოლოგიის ავტორები სამომავლოდ უფრო სიღრმისეული და ზუსტი შედეგების მისაღებად მეთოდის განვითარებას აპირებენ და ამჟამად სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ. სტატისტიკის თანახმად, ამ მომენტში მსოფლიოში დეპრესია 300 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს და ეს რიცხვი მზარდია.

კომენტარები

ბოლო ამბები