Thumbnail

კლავიატურებს 5 წელიწადში ხმოვანი ასისტენტები ჩაანაცვლებს - ექსპერტი

  • მარკ ტლუსჩის პროგნოზით ხმოვანი ტექნოლოგიის ბაზარზე დიდი გარდატეხა მოხდება
  • ექსპერტი სტარტაპერებს მოუწოდებს, მზარდი ინდუსტრიის შესაძლებლობებით ისარგებლონ

კაპიტალის რისკის მართვის ექსპერტის, მარკ ტლუსჩის პროგნოზით ხმოვანი ტექნოლოგია კლავიატურების საჭიროების ერას უახლოეს ხუთ წელიწადში დაასრულებს. ექსპერტი ინვესტორებს ურჩევს, აღნიშნული პროგნოზი ფულის სწორად დასაბანდებლად გაითვალისწინონ. მისი თქმით, ინვესტორებს ჯერ კიდევ უჭირთ დადგენა, ხმოვან ასისტენტენს სამომავლოდ უბრალოდ დამატებითი ფუნქცია ექნება თუ დიდი გარდატეხის შედეგად ის ტექნიკის შეუცვლელი კომპონენტი გახდება.

“წინ მასობრივი ცვლილებები გველის. გამოჩნდება კომპანიები, რომლებიც მთლიანად ხმოვან ტექნოლოგიებზე იქნება დაფუძნებული. ეს ათწლეულის შესაძლებლობაა. მე ოპტიმისტი ვარ. ოპტიმისტი, რომელიც არაერთხელ აღმოჩნდა მართალი.” - მარკ ტლუსჩი

აღსანიშნავია, რომ მარკ ტლუსჩის კარიერაში მართლაც ფიქსირდება კაპიტალის რისკების წარმატებით შეფასების არაერთი შემთხვევა. მაგალითად, კომპანია Ebay-მ 2005 წელს Skype სწორედ მარკ ტლუსჩის საინვესტიციო პროგნოზის საფუძველზე შეიძინა. ექსპერტის სახელს უკავშირდება 2013 წელს პლატფორმა wix.com-ის შექმნაც.

ამ ეტაპზე ხმოვანი ტექნოლოგიების ბაზარზე უმსხვილესი კომპანიები - Amazon-ი და Google დომინირებენ. ექსპერტის შეფასებით, ამ ფაქტმა სტარტაპები არ უნდა შეაშინოს, რადგან ხმოვანი ინდუსტრიის ზრდისგან სარგებლის მიღება დამწყებ კომპანიებსაც არანაკლები წარმატებით შეუძლიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები