Thumbnail

ნორვეგიულმა ელექტრო თვითმფრინავმა პირველი ფრენა შეასრულა

  • P2 Xcursion თვითმფრინავი ამფიბიაა, რომელსაც სამაშველო ოპერაციებში გამოიყენებენ
  • თვითმფრინავის შემდეგი გამოცდა წყალზე მოხდება

Equator Aircraft-ის თვითმფრინავის პირველი გამოცდა ნორვეგიაში, ტექნოლოგიურ პარკ Eggemoen-ის ტერიტორიაზე ჩატარდა. ელექტრო თვითმფრინავი P2 Xcursion ჰაერში 10 წუთი იმყოფებოდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ფრენის დროს თვითმფრინავის ყველა ძირითადი კომპონენტი იდეალურად მუშაობს.

P2 Xcursion ელექტრო თვითმფრინავია, რომელსაც ორი ადამიანის გადაყვანა შეუძლია. საფრენი აპარატი მხოლოდ 750 კილოგრამს იწონის. ფრენის მაქსიმალური დისტანცია 1565 კილომეტრია, სისწრაფე კი 241 კმ/სთ. თვითმფრინავი ელექტრო  ENGIRO M 97-ის ელექტრო ძრავით არის აღჭურვილი.

P2 Xcursion თვითმფრინავი ამფიბიაა, რომლის ძირითადი  დანიშნულება ხანძრების ჩაქრობა, გემიდან ეკიპაჟის ევაკუაცია და სხვა სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა იქნება. Equator Aircraft-ის გენერალური დირექტორის თომას ბრედრესკიფტის განცხადებით, თვითმფრინავის შემდეგი გამოცდა წყლის ზედაპირზე მოხდება.

კომენტარები

ბოლო ამბები