Thumbnail

სამსუნგმა გადასაკეცი ტელეფონის გამოშვება ხარვეზის გამო გადადო

  • სამსუნგმა Galaxy Fold-ის გამოშვება გადადო
  • სმარტფონის დაზიანების მიზეზი რიგ შემთხვევებში მომხმარებლის მხრიდან მისი დამცავის მოხსნა გახდა

სამსუნგმა ახალი გადასაკეცი ტელეფონის, Galaxy Fold-ის გამოშვება გადადო. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს. გამოცემის თანახმად, სმარტფონის გამოშვება მის ეკრანთან დაკავშირებული პრობლემების გამო სულ მცირე ერთი თვით გადაიდო. გასულ კვირას, სამსუნგმა ტექნოლოგიის სფეროში მომუშავე ჟურნალისტებს გადასაკეცი ტელეფონის სადემონსტრაციო ვერსიები გაუგზავნა, თუმცა ეკრანის ხარვეზის გამო სმარტფონმა არც თუ ისე კარგი გამოხმაურება მოიპოვა.

სამსუნგმა უარყოფითი გამოხმაურებების საპასუხოდ განაცხადა, რომ თითოეულ ხარვეზს სიღრმისეულად შეისწავლის. ამ განცხადების შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ჩინეთში დაგეგმილი სმარტფონის პრეზენტაცია მიმდინარე კვირის პარასკევს აღარ გაიმართება. 
 
Galaxy Fold-ის დაზიანების მიზეზი რიგ შემთხვევებში მომხმარებლის მხრიდან მისი დამცავის მოხსნა გახდა, რომელიც ჩვეულებრივ ცელოფნის დამცავს გავს, თუმცა რეალურად სმარტფონის ქარხნული შემადგენელი ნაწილია.

მიუხედავად იმისა, რომ სამსუნგს სურდა ახალი ტექნოლოგიის სმარტფონი ბაზარზე დაჩქარებული წესით გამოჩენილიყო, საბოლოოდ კომპანიამ მაინც გადაწყვიტა  სმარტფონის ოფიციალური წარდგენა გარკვეული დროით გადაედო.

კომენტარები

ბოლო ამბები