Thumbnail

შპრიცი-საათი ალერგიული რეაქციის დროს ორგანიზმში წამალს შეიყვანს

  • სტუდენტებმა ალერგიის საწინააღმდეგო საათი შექმნეს
  • EpiWear ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია

მათთვის, ვინც სერიოზული ალერგიული რეაქციებისკენ არიან მიდრეკილები, შესაძლოა სასიცოცხლოდ აუცილებელი იყოს ეპინეფრინის (ადრენალინის) ამპულების მუდამ თან ტარება, რაც ხშირ შემთხვევაში მისი ზომის გამო მოუხერხებელია. გარდა ამისა, არსებობს საჭირო დროს მისი დაკარგვის საშიშროებაც. რაისის უნივერსიტეტის ( ჰიუსტონი, ტეხასი) სტუდენტებმა შექმნეს ახალი ტექნოლოგია - შპრიცი-საათი, რომელიც ადამიანებს ამ დისკომფორტს ააცილებს თავიდან.

საათში, რომელიც სტანდარტულ საათზე ოდნავ დიდია, ეპინეფრინის დასაკეცი ამპულა იმალება. საჭიროების შემთხვევაში, ამპულის გახსნით და ღილაკზე თითის დაჭერით საათი ორგანიზმში წამალს შეიყვანს. 

სტუდენტებმა ამპულის შექმნის დროს გაუთვალისწინებელი შემთხვევების საშიშროებაც იფიქრეს - ამპულა სამ ნაწილად იკეცება და მისი შემთხვევით გააქტიურების ალბათობა ფაქტობრივად არ არსებობს. 

საათი სახელწოდებით EpiWear ჯერ კიდევ შექმნის საწყის ეტაპზეა და ის 3D პრინტერით დაბეჭდილი ნაწილებისგან შედგება, თუმცა სტუდენტები გეგმავენ, საათი ზომაში შეამცირონ უფრო მეტად დახვეწონ მისი დიზაინი, რათა მისი ტარება აქსესუარის სახითაც იყოს შესაძლებელი. 

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები