Thumbnail
  • კომპანიამ დახურულ პრეზენტაციაზე ახალი პროცესორი წარადგინა
  • მასკი ფიქრობს, რომ უპილოტო ტაქსის სერვისის დანერგვა ერთ წელიწადში მოხერხდება

Tesla-მ დახურულს პრეზენტაციაზე, რომელსაც მხოლოდ კომპანიის ინვესტორები ესწრებოდნენ, ავტოპილოტის ახალი პროცესორი წარმოადგინა. ამ სისტემაზე კომპანიის გუნდი ორი წელი მუშაობდა. ილონ მასკის თქმით, ბაზარზე არცერთი მწარმოებელი არ უშვებდა Tesla-სთვის დამაკმაყოფილებელ პროდუქტს, ამიტომაც მისი დამზადება თავად გადაწყვიტეს. აქამდე ავტომწარმოებელი Ndivia-ს პროცესორებს იყენებდა.

ახალი პროდუქტი Ndivia-ს პროცესორებს მონაცემებით 21-ჯერ აღემატება. ამავე დროს, საკუთარი პროცესორები კომპანიას 20 პროცენტით უფრო იაფი დაუჯდება. თავად ილონ მასკი აცხადებს, რომ ავტოპილოტს უფრო ენდობა, ვიდრე მძღოლს.

ობიექტურად რომ მივუდგეთ, ეს საუკეთესო პროცესორია, რაც აქამდე შეუქმნიათ. ჩვენ მისი შემუშავება ჩიპების საუკეთესო არქიტექტორს, პიტ ბენონს დავავალეთ. ალბათობა, რომ თქვენი კომპიუტერი ხარვეზით იმუშავებს ბევრად  ნაკლებიანი, ვიდრე იმის შანსი, რომ ავტომობილის მართვის დროს გონებას დაკარგავთ- ილონ მასკი.

Tesla-ს კლიენტები, რომლებმაც ავტომობილი აქამდე შეიძინეს, ახალი პროცესორით მის აღჭურვას უპრობლემოდ შეძლებენ. 2020 წლიდან კი შეიძლება რეალობად იქცეს ახალი სერვისი-ტაქსი, რომელსაც მძღოლი არ ყავს და ქალაქის ქუჩებში ავტონომიურ რეჟიმში მოძრაობს. კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ Tesla-ს ინჟინრები და პროგრამისტები შემდეგი წლისთვის მზად იქნებიან მომხმარებელს მსგავსი სერვისი შესთავაზონ, თუმცა აუცილებელია  რეგულატორის მხრიდან შესაბამისი ნებართვა გაიცეს.

კომენტარები

ბოლო ამბები