Thumbnail

ბრიტანელი მეცნიერები ჭარბწონიანობის დაძლევის ახალ მეთოდზე მუშაობენ

  • მკვლევარებმა გენში სიმსუქნის მარეგულირებელი ალელები აღმოაჩინეს
  • ახალი აღმოჩენით ჭარბწონიანობის დაძლევის პერსპექტივა უფრო რეალური გახდა

კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ნახევარი მილიონი ადამიანის გენების კვლევის შედეგად აღმოაჩინეს გენის სახეცვლილებები (ალელები), რომლებიც დაკავშირებულია წონის კლებასთან და გაუმჯობესებულ კარდიოვასკულარულ ჯანმრთელობასთან. ამ აღმოჩენამ შესაძლოა ხელი შეუწყოს სიმსუქნის საწინააღმდეგო მედიკამენტების დახვეწას. კვლევამ აჩვენა, რომ MC4R გენის ალელები ადამიანებს ჭარბწონიანობისგან იცავენ. სიმსუქნის საწინააღმდეგო მედიკამენტის შექმნა სწორედ ამ გენეტიკური ვარიაციის გამეორებით არის შესაძლებელი. 

MC4R გენი დიდ როლს თამაშობს ადამიანის მადის და მეტაბოლიზმის რეგულაციაში. ჭარბწონიან ადამიანებში ხშირ შემთხვევაში დგინდება, რომ მათი გენის სახეცვლილება MC4R-ის დათრგუნვას იწვევს. 

"ეს კვლევა ცხადად გვაჩვენებს, რომ ადამიანის ჭარბწონიანობისკენ მიდრეკილება გენეტიკურია. მათ ვისაც ჭარბი წონა არ აწუხებთ გაუმართლათ, რადგან თავიანთი გენების კონკრეტული მდგომარეობა იცავს.” - სადაფ ფაროქი, მკვლევარი

მეცნიერების თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ჭარბი წონისკენ გენეტიკურად მიდრეკილ ადამიანებს შესაბამისი კვებით და ფიზიკური აქტივობით წონის რეგულირება არ შეუძლიათ.

MC4R გენის ადამიანის წონასთან კავშირის შესახებ ამ დრომდეც ცნობილი იყო, თუმცა მეცნიერებს არ ჰქონდათ დაზუსტებული ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლებოდა ამ გენზე ზემოქმედებით ადამიანის წონის რეგულირება. ბრიტანელმა მეცნიერებმა კვლევის შედეგების გათვალისწინებით ახალი, უფრო ეფექტური და უსაფრთხო აბების შექმნაზე მუშაობა უკვე დაიწყეს.

კომენტარები

ბოლო ამბები