Thumbnail

მსოფლიოში ყველაზე დიდ მცურავ მზის ელექტროსადგურს ჰოლანდიაში ააგებენ

  • კომპლექსის თხუთმეტი “კუნძული” ანდეიკის წყალსაცავში განლაგდება
  • მზის ელექტროსადგურზე 73 500 პანელს დაამონტაჟებენ

ქარის და მზის ელექტროსადგურები ხშირად იწვევენ კრიტიკას, რადგან დიდ ტერიტორიას იკავებენ და ლანდშაფტს ამახინჯებენ. სწორედ ამის გამო მსოფლიოში სულ უფრო პოპულარულია მცურავი მზის ელექტროსადგურების იდეა. ამ ტიპის ელექტროსადგურის განლაგება შესაძლებელია ტბაზე ან წყალსაცავზე. მსგავი პროექტები უკვე განხორციელებულია დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, ჩინეთში და იაპონიაში. მსოფლიოში ყველაზე დიდ მცურავ მზის ელექტროსადგურს რამდენიმე წელიწადში ჰოლანდიაში ააგებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian ავრცელებს.

პროექტისთვის ქვეყნის ჩრილოეთით, ანდეიკის წყალსაცავი შეარჩიეს. თხუთმეტ “კუნძულზე” ჯამში 73 500 პანელს დაამონტაჟებენ. კომპლექსის პირველი ნაწილის მშენებლობა 2019 წლის ნოემბერში დასრულდება.

მცურავი ელექტროსადგურის დამატებითი უპირატესობა იმაშია, რომ მას შეუძლია წყალზე მზის მიმართულებით იმოძრაოს. პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ კომპლექსი გარემოს ზიანს არ მოუტანს. ახალი კვლევის თანახმად 2050 წლისთვის დედამიწაზე ენერგიის ძირითადი წყარო მზე გახდება, რომლის წილიც მსოფლიოში გამომუშავებული ენერგიის 68 პროცენტი იქნება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები