Thumbnail

Xiaomi 120კმ-ის გამავლობის ელექტრო მოპედს გამოუშვებს

  • მოპედის ღირებულება 450 დოლარია
  • Himo T1 გაყიდვაში 4 ივნისს გამოვა

ჩინური კომპანია Xiaomi ცნობილია სმარტფონების წარმოებით, თუმცა ბოლო დროს კომპანია ელექტრო ტრანსპორტის შექმნის მიმართულებითაც ვითარდება. თვის დასაწყისში Xiaomi-მ ახალი ელექტრო ველოსიპედი Himo C20 წარადგინა, ამჟამად კი კომპანიამ ახალი ელექტრო მოპედის, Xiaomi Himo T1-ის გამოშვება დააანონსა.

Himo T1 შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც ელექტრო სკუტერში განთავსებული ელექტრო ველოსიპედი, თუმცა სხვა მოპედების მსგავსად Xiaomi-ს ვერსიასაც პედლები მხოლოდ იმისთვის აქვს, რომ მას ელექტრო ველოსიპედის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭოს. Himo T1-ის გამავლობა ერთ დატენვაზე 120 კმ-ია, ის დიდი ზომის ეკრანით არის აღჭურვილი და მისი დაქოქვა ღილაკზე თითის დაჭერით შეიძლება. მოპედი 450 დოლარი ეღირება.

მოპედის მაქსიმალური სიჩქარის და წონის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა თუკი ელექტრო მოპედებზე ჩინეთის შეზღუდვებს გავითვალისწინებთ, სიჩქარე 25 კმ/სთ-ს, წონა კი 55 კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს. 

მოპედის გაყიდვები 4 ივნისს დაიწყება და ის თავდაპირველად ჩინურ ონლაინ მაღაზიებში, მათ შორის Aliexpress.com-ზე გამოჩნდება.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები