Thumbnail

Nissan-ი თვითმართვად ჰიბრიდულ მანქანას გამოუშვებს

  • იაპონური კომპანია track driving რეჟიმის თვითმართვად ავტომობილს გამოუშვებს
  • ავტომობილის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია

Nissan ჰიბრიდული თვითმართვადი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფილიპ კლაინმა გამოცემა Top Gear-თან ისაუბრა. 

Nissan GT-R-ის ახალი ვერსია ჰიბრიდული ძალური გადაცემის სისტემით იქნება აღჭურვილი, რაც გასაკვირი არ არის, რადგან წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Nissan მძლავრი ჰიბრიდული მოდელის გამოშვებას და სამომავლო პერსპექტივაში სპორტული ავტომობილების ბაზარზე სახელის დამკვიდრებას აპირებდა. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ავტომობილს თვითმართვადი track driving რეჟიმიც ექნება, რაც გულისხმობს, რომ მძღოლს საჭის გამოყენება ხაზიდან ხაზში გადასვლის შემთხვევაშიც კი არ მოუწევს. 

“ის, რაც ამ დრომდე ბევრი ადამიანისთვის მიუწვდომელი იყო, უკვე ძალიან ხელმისაწვდომი გახდება.” - Nissan

ნისანის კონცეფცია

კლაინის თქმით, ავტომობილი შექმნის პროცესშია, რაც მისი მახასიათებლებიდან გამომიდინარე ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. კომპანიაში ავტომობილის ტექნიკური კომპონენტების სხვადასხვა კომბინაციებზე აქტიურად მუშაობენ, რათა შეძლონ როგორც ბაზარზე ხელმისაწვდომი ფასის შენარჩუნება, ასევე ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების საკანონმდებლო რეგულაციებთან შეთავსება.

ავტომობილის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მისი ღირებულება სავარაუდოდ Nissan-ის სტანდარტულ საფასო კატეგორიაზე მაღალი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები