Thumbnail

სამსუნგმა გიგანტური პლანშეტი გამოუშვა

  • სამსუნგმა გიგანტური ტაბლეტის ახალი ვერსია გამოუშვა
  • Galaxy View 2-ის ფასი 740 დოლარია 

სამსუნგმა ახალი ტაბლეტი Galaxy View 2 გამოუშვა, რომელსაც 43 სმ-იანი (დიაგონალი) Full HD ეკრანი აქვს. ზომიდან გამომდინარე, ახალ ტაბლეტს შესაძლოა პორტატული ტელევიზორიც ვუწოდოთ. როგორც მოწყობილობის სახელიდაც ჩანს, ეს კომპანიის მიერ გამოშვებული ტაბლეტის და ტელევიზორის ჰიბრიდის მეორე ვერსიაა. Galaxy View-ის პირველი ვერსია სამსუნგმა 2015 წელს გამოუშვა. 

Galaxy View 2 გიგანტურ ეკრანთან ერთად 12,000 მილიამპერიანი ელემენტით არის აღჭურვილი და მას 3GB ოპერატიული და 64GB შიდა მეხსიერება აქვს. ტაბლეტს მხოლოდ წინა, 5 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ტელევიზორის ზომის ტაბლეტის უკანა კამერით ფოტოს გადაღება არც თუ ისე მოსახერხებელი იქნებოდა. 

Samsung Galaxy View 2 უკვე გაყიდვაშია და მისი ფასი 740 დოლარია.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები