Thumbnail

სამედიცინო დაწესებულებს მედიკამენტებს დრონები მიაწვდიან

  • განის სამედიცინო დაწესებულებებს დრონები 148 დასახელების მედიკამენტებს მიაწვდიან
  • მანამდე მსგავსი პროექტი რუანდაში განხორციელდა

კალიფორნიული კომპანია Zipline განაში დრონებს მედიკამენტების და სხვა სამედიცინო პრეპარატების გადასატანად გამოიყენებს. დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოს მთავრობასთან უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც განის ოთხი რეგიონის საავადმყოფოებს უპილოტო საფრენი აპარატები 148 დასახელების მედიკამენტებს და ვაქცინებს მიაწვდიან. პროექტის მხარდამჭერები არიან მსხვილი საინვესტიციო ფონდები: Sequoia Capital Operations LLC და Andreessen Horowitz.

უპილოტო საფრენი აპარატები დღეში 600 ფრენას შეასრულებენ. მომსახურების სერვისი განის ორი ათას სამედიცინო დაწესებულებას მოიცავს. დასავლეთ აფრიკის ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც 28 მილიონს აღემატება, უკვე დიდი ხანია ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას ვერ ახერხებს. განის ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი ხარვეზი ქვეყნის რეგიონებში მედიკამენტების დეფიციტია. განის მთავრობას იმედია აქვს, რომ ინოვაციური მიდგომით ამ პრობლემას მოაგვარებს.

Zipline International-მა რამდენიმე წლის წინ მსგავსი პროექტი რუანდაშიც განახორციელა. სტარტაპი მომსახურების სერვისის დანერგვას სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის შეერთებულ შტატებში გეგმავს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები