Thumbnail

Walmart-მა პირველი ავტომატიზირებული მაღაზია გახსნა

  • Walmart-ის პირველი ავტომატიზირებული მაღაზია ნიუ იორკის შტატში გაიხსნა
  • კორპორაცია ცდილობს Amazon-ს კონკურენცია გაუწიოს

Walmart-ის პირველი ავტომატიზირებული მაღაზია ნიუ იორკის შტატის ქალაქ ლევითაუნში გაიხსნა. მაღაზია ჭკვიანი კამერებითაა აღჭურვილი, რობოტები კი თანამშრომლებს დახლებზე საქონლის დალაგებაში ეხმარებიან. Amazon Go-სგან განსხვავებით, რომლის კონცეფციაც მოლარის გარეშე მუშაობას გულისხმობს, Walmart-ის მაღაზიაში კლიენტს პროდუქცია სალაროსთან მიაქვს.

მაღაზიის ავტომატიზაციის გამო თანამშრომლებს სამსახურიდან დათხოვნა ამ ეტაპზე არ ემუქრებათ. Walmart-ის მენეჯმენტის განცხადებით, რობოტების და ჭკვიანი კამერების გამოყენება პერსონალს მუშაობას გაუადვილებს. თუმცა გაურკვეველია, გრძელვადიან პერსპექტივაში ავტომატიზაციის ფართოდ დანერგვის შემთხვევაში რამდენად შეძლებენ თანამშრომლები სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.

Walmart-მა რობოტები სტანდარტული მაღაზიებშიც დაასაქმა. კორპორაციის 1500-მდე მაღაზიაში შეერთებულ შტატებში აპრილიდან რობოტი “დამლაგებლები” გამოჩდნენ. სამასამდე მაღაზიაში დაასაქმეს რობოტები, რომლებიც თაროებზე პროდუქტების რაოდენობას ადგენენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები