Thumbnail

ლონდონში ჰაერის დაბინძურების დონეს ხელოვნური ინტელექტი ზომავს

  • ალან ტიურინგის ინსტიტუტში შექმნილი პროგრამა ჰაერის დაბინძურების მონაცემებს ლაივ რეჟიმში იღებს
  • პროგრამა განსაზღვრავს, ლონდონის რომელ ნაწილშია ჰაერი დაბინძურებული მომდევნო 48 საათის განმავლობაში. 

იმ დროს, როდესაც ლონდონს ზედმეტსახელად “დიდ კვამლს” ეძახდნენ, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების ძირითადი მიზეზი ნახშირი იყო. ოცდამეერთე საუკუნეში ქალაქში, რომლის მოსახლეობაც 8 მილიონ 800 ათასია, ჰაერი კვლავ მოწამლულია. თუმცა ამის მიზეზი უკვე ტრანსპორტის გამონაბოლქვია, რასაც ყოველწლიურად 9,000 ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

ალან ტიურინგის ინსტიტუტის კვლევითმა ცენტრმა შექმნა პროგრამა, რომელიც ლონდონში განლაგებული 1200 სენსორიდან ლაივ რეჟიმში იღებს მონაცემებს კონკრეტულ დროს ქალაქის მასშტაბით ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შესახებ. პროგრამა ამ ინფორმაციას სხვა სახის მონაცემებთან აერთიანებს, როგორიცაა ამინდი, საცობები და მიმდინარე მშენებლობები. მიღებული ინფორმაციით პროგრამა აკეთებს პროგნოზს, ქალაქის რომელ ნაწილში იქნება ყველაზე დაბინძურებული ჰაერი მომდევნო 48 საათის განმავლობაში. 

“მონაცემების ინფორმაციად ქცევა და მისი ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად გამოყენება უმნიშვნელოვანესი პროცესია.” - ლონდონის მერი სადიკ ხანი

მონაცემები თუ როდის და სად არის ჰაერის დაბინძურება ყველაზე სახიფათო მაჩვენებელზე დაეხმარება როგორც ლონდონის მცხოვრებლებს, ასევე მუნიციპალიტეტს. მოქალაქეები შეძლებენ თავი აარიდონ ქალაქის ამ ნაწილში გადაადგილებას, ლონდონის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურები კი დროულად ჩაერთვებიან ჰაერის დაბინძურების გამომწვევი ფაქტორების მონიტორინგსა და კონტროლში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებას ყოველწლიურად  7 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ინსულტის, ფილტვის კიბოს და გულის დაავადებებისგან გამოწვეულ ფატალურ შემთხვევათა მესამედი სწორედ ჰაერის დაბინძურებასთან არის კავშირში.

კომენტარები

ბოლო ამბები