Thumbnail

მსოფლიოში ყველაზე დიდ საფრენ აპარატზე ელექტრო ძრავს დაამონტაჟებენ

  • Airlander 10-თვის ელექტრო ძრავის შექმნაზე მუშაობა დაწყებულია
  • დირიჟაბლს მსოფლიოში ყველაზე დიდ საფრენ აპარატად მოიხსენიებენ

Airlander 10 ჰიბრიდული დირიჟაბლია, რომელიც ბრიტანულმა კომპანია Hybrid Air Vehicles-მა შექმნა. Airlander 10-ს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც მსოფლოში ყველაზე დიდ საფრენ აპარატს. მისი სიგრძე 92 მეტრია, სიგანე 44 მეტრი. უჩვეულო დიზაინის გამო დირიჟაბლს ზედმეტსახელი “მფრინავი უკანალი” შეარქვეს.

ჰიბრიდულ დირიჟაბლს თვითმფრინავის და აეროსტატის მახასიათებლები გააჩნია.ის გაცილებით ნაკლებ საწვავს მოიხმარს, ვიდრე თვითმფრინავები. მიუხედავად ამისა, მწარმოებელმა გადაწყვიტა ყველაზე დიდი საფრენი აპარატის ელექტრო დირიჟაბლად გადაკეთებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგას. Hybrid Air Vehicle-მა ბრიტანეთის მთავრობისგან მილიონი გირვანქა სტერლინგის გრანტი მიიღო, რომელიც Airlander 10-ის ელექტრო ძრავის შექმნას მოხმარდება.

ელექტრო ვერსიაზე გადასვლას ამარტივებს თავად აპარატის კონსტრუქცია, რომელზეც ოთხი ძრავია დამონტაჟებული. Hybrid Air Vehicles-ის ინჟინრები ელექტრო ძრავის შექმნას და გამოცდას უახლოეს სამ წელიწადში გეგმავენ.

გიგანტური დირიჟაბლი თავდაპირველად აშშ-ს არმიისთვის იყო განსაზღვრული. კონტრაქტის მიხედვით ბრიტანელებს შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებისთვის სამი დირიჟაბლი უნდა დაემზადებინათ. 2012 წლის აგვისტოში Airlander 10 პირველად გამოსცადეს, თუმცა 2013 წლის დასაწყისში შეერთებული შტატების არმიამ მაღალი ფასის გამო პროექტზე უარი განაცხადა. Hybrid Air Venicle- მა დირიჟაბლი ბედფორდშირში ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე განათავსა. 2016 წლის აგვისტოში  დირიჟაბლმა პირველი ფრენა შეასრულა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები