Thumbnail

მეცნიერებმა შექმნეს მექანიზმი, რომელიც საკვების მიღებით ვითარდება

  • მეცნიერებმა ცოცხალი ორგანიზმის მუშაობის იმიტაცია შექმნეს
  • შემდეგი ნაბიჯი - მექანიზმი რეპროდუქციის უნარით

დღევანდელ სამყაროში რობოტების შესაძლებლობები სულ უფრო ვითარდება, კორნელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კი ამ მიმართულებით წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს და შექმნეს ორგანული მექანიზმი, რომელიც მოძრაობს, მოიხმარს საკვებს ენერგიის მისაღებად, იზრდება, იცვლება, საბოლოო ჯამში კი კვდება.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების ქმნილება ცოცხალი ორგანიზმის მუშაობის იმიტაციაა, ისინი ხაზს უსვამენ, რომ მათ შექმნეს არა ახალი სიცოცხლე, არამედ "უფრო ცოცხალი გახადეს" უსულო არსება.

“ჩვენ შევქმენით ცოცხალი ორგანიზმის მსგავსი სრულიად ახალი მექანიზმის კონცეფცია, რომელიც ხელოვნური მეტაბოლიზმით ცოცხლობს. ჩვენ არ ვქმნით ახალ სიცოცხლეს, არამედ მასალას, რომელიც იმაზე უფრო მეტად არის დაახლოვებული სიცოცხლესთან, ვიდრე ყველა სხვა უსულო არსება.”

მკვლევარები იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ ამ მიმართულებით განვითარებას და ისეთი მექანიზმის შექმნას შეძლებენ, რომელიც არამარტო ცოცხალი ორგანიზმის მსგავსად განვითარდება, არამედ რეპროდუქციული ფუნქციაც ექნება. 

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები