Thumbnail

ჩინეთში ავტომობილის მართვას ხელოვნური ინტელექტი ასწავლის

  • ჩინეთის 27 ავტოსკოლაში ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ
  • ალგორითმი RoboCoach ავტომობილში ინტეგრირებული სისტემაა

ჩინურმა კომპანია Beijing Yi Jia Jia Technology-მ შეიმუშავა ალგორითმი, რომელიც მსურველებს ავტომობილის ტარებას შეასწავლის. როგორც South China Morning Post იტყობინება, ხელოვნურ ინტელექტს ავტოსკოლებში უკვე იყენებენ. RoboCoach ავტომობილში ინტეგრირებული სისტემაა. ხელოვნური ინტელექტი მოსწავლესთან ურთიერთობისთვის ხმოვან შეტყობინებებს, სპეციალურ ეკრანს და “ჭკვიან” სარკეს იყენებს.

იმისათვის, რომ გადაადგილება უსაფრთხო იყოს, ავტომობილში 40 სხვადასხვა სენსორია დამონტაჟებული. სენსორები აფიქსირებენ ავტომობილებს, ქვეითებს ან რაიმე შემაფერხებელ ფაქტორს. საჭიროების შემთხვევაში RoboCoach თავად იღებს  მართვას და ავტომობილს ამუხრუჭებს.

პირველ გაკვეთილებზე ხელოვნური ინტელექტი მოსწავლის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორების გარდა მისი თითოეული ქმედების ანალიზს ახდენს. ამის შემდეგ RoboCoach თითოეული მოსწავლისთვის ინდივიდუალურ მეთოდს არჩევს.

ამ ეტაპზე RoboCoach-ს ჩინეთის 27 ავტოსკოლაში იყენებენ. კომპანიაში, რომელმაც ალგორითმი შეიმუშავა აცხადებენ, რომ მოსწავლეებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს საშუალოზე უკეთესი მაჩვენებლები აქვთ. თუმცა სწავლების ამ მეთოდს ბევრი მოწინაამღდეგეც ჰყავს. სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ პრაქტიკული მეცადინეობების დროს ადამიანის ფაქტორი მნიშვნელოვანია და ინსტრუქტორს ხელოვნური ინტელექტი ეფექტურად ვერ ჩაანაცვლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები