Thumbnail

ნოტრ-დამის სკულპტურების აღსადგენად შესაძლოა 3D პრინტერი გამოიყენონ

  • ჰოლანდიური კომპანია მზად არის სკულპტურების აღსადგენად
  • სკულპტურების დასაბეჭდად მის ფერფლს გამოიყენებენ

მიმდინარე თვეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარის შემდეგ არაერთმა კომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა ნაგებობის, კონკრეტულად კი მისი სახურავის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა ამჯერად გამოჩნდა კომპანია, რომელიც მზად არის შენობის ორნამენტული დეტალები - დაზიანებული ქვის გორგულიები და ქიმერები აღადგინოს. კომპანიის თქმით, ამისთვის სკულპტურების დაზიანებული ნაწილებისგან შემორჩენილ მასალას - ფერფლს და ქვას გამოიყენებენ და მასალისგან 3D პრინტერით მათ ზუსტ რეპლიკებს დაბეჭდავენ.

კომპანია Concr3De-მ, რომელიც ქვისგან 3D პრინტერით ნაკეთობებს ქმნის, საფრანგეთს დახმარება ოფიციალურად უკვე შესთავაზა. კომპანიის თქმით, იმისთვის, რომ სკულპტურების რეპლიკა ორიგინალ ვერსიასთან მაქსიმალურად მიახლოვებული იყოს, ისინი შენობის ციფრულ მოდელს გამოიყენებენ, რომელიც არქიტექტურის ისტორიკოსმა, ენდრიუ ტალონმა 2015 წელს შექმნა.

პარიზის ღვისმშობლის ტაძრის გორგულიებს არამხოლოდ სპირიტუალური და დეკორატიული, არამედ პრაქტიკული ფუნქციაც ჰქონდა - ისინი შენობას წყლის ეროზიისგან იცავდნენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები